პოკონოში სვეტიცხოვლობის დღესასწაული აღინიშნება

2824
30 სექტემბერი 08:13
7
მეუფე საბა (ინწკირველი). ფოტო: ღია წყარო მეუფე საბა (ინწკირველი). ფოტო: ღია წყარო

10 ოქტომბერს, წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო სამღვდელმთავრო საღმრთო ლიტურგია აღევლინება.

2026 წლის 10 ოქტომბერს, შაბათს, პოკონოში, წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში სვეტიცხოვლობის დღესასწაული აღინიშნება.

დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძარში 10:00 საათზე საზეიმო სამღვდელმთავრო საღმრთო ლიტურგია აღევლინება.

ამ თემაზე პატრიარქის ქადაგება სვეტიცხოვლის ტაძრის დღესასწაულზე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სვეტიცხოვლობის დღეს მორწმუნეებს მოციქულთა გზის გაგრძელების, ქრისტეს სიყვარულისა და მოყვასის მსახურებისკენ მოუწოდა.

სადღესასწაულო ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ტაძრის ეზოში გაიმართება საზეიმო ღონისძიებები და საერთო ტრაპეზი.

სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, პოკონოს ქართული სამრევლო მრევლსა და თანამემამულეებს ერთობლივი ლოცვისა და დღესასწაულის აღსანიშნავად უმასპინძლებს.

სადღესასწაულო მსახურება გაიმართება წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში, მისამართზე: 59 Charles St, Ashley, PA 18706, United States.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოველში მიბრძანდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ