ბოლნისის მუზეუმში შეხვედრა გაიმართა

2824
20:18
6
ბოლნისის მუზეუმში გაიმართა შეხვედრა. ფოტო: ბოლნისის ეპარქია ბოლნისის მუზეუმში გაიმართა შეხვედრა. ფოტო: ბოლნისის ეპარქია

ღონისძიების ფარგლებში პროფესორებმა გიორგი ჭეიშვილმა და ვალერი ვაშაკიძემ საქართველოს გაქრისტიანებისა და ქართველთა ეთნოგენეზის საკითხებზე მოხსენებები წაიკითხეს.

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, ბოლნისის მუზეუმში შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაზე პროფესორებმა გიორგი ჭეიშვილმა და ვალერი ვაშაკიძემ მოხსენებები წაიკითხეს. გიორგი ჭეიშვილის მოხსენების თემა იყო „წმინდა ნინო და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება“, ხოლო ვალერი ვაშაკიძემ ქართველთა ეთნოგენეზის შესახებ ისაუბრა.

ამ თემაზე გორის სკოლა-გიმნაზიაში ქრისტიანობის 1700 წლისთავთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვიდა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, პროფესორებმა კი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრას ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, ეპარქიის სასულიერო პირები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, მერის მოადგილეები — ვალენტინა ნავერიანი და თურალ ვალიევი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები, ასევე საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მთავარი მიზანი საქართველოს ისტორიაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მნიშვნელობის გააზრება და ამ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებული საკითხების საზოგადოებისთვის გაცნობა იყო.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით მომლოცველობითი მსვლელობა დაიწყო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ