საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოველში მიბრძანდა
პატრიარქის დასახვედრად დილიდან განსაკუთრებული მზადება შეინიშნებოდა.
13 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს 12 მოცუქულთა ხსენების დღეს. ამ დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიბრძანდა სვეტიცხოველში, სადაც სადღესაწაულო წირვა-ლოცვას აღავლენს.
სვეტიცხოვლობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც თორმეტი მოციქულის ხსენებას ეძღვნება და ყოველწლიურად მრავალრიცხოვან მორწმუნეს აერთიანებს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში მობრძანდა.