მარტვილის მერი ლეციცხვაიეში ტაძრის გუმბათზე ჯვრის აღმართვას დაესწრო
ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ლეციცხვაიეში, მშენებარე ტაძრის გუმბათზე ჯვარი საზეიმოდ აღიმართა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ლეციცხვაიეში, წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ტაძრის გუმბათზე ჯვრის აღმართვის ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასა და მრევლთან ერთად დაესწრო.
გუმბათზე ჯვრის აღმართვა სოფლისთვის მნიშვნელოვანი სულიერი და ისტორიული მოვლენა გახდა. ტაძრის მშენებლობა ადგილობრივი საზოგადოების ერთიანობისა და რწმენის სიმტკიცის გამოხატულებად იქცა.
გიორგი ნაჭყებიამ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვანი დღის დადგომა მიულოცა და აღნიშნა, რომ ტაძარი მომავალში სოფლის სულიერ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს და სულიერების, მშვიდობისა და იმედის ძლიერ კერად ჩამოყალიბდება.
ღონისძიების დასასრულს წმინდა გიორგის მფარველობა და კურთხევა სოფელს, მარტვილის მუნიციპალიტეტსა და სრულიად საქართველოს უსურვეს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, უწმინდესი შიო III დღეს მარტვილის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს.
