სხალთის ეპარქიაში პატრიარქ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით საჯარო ნათლობა ჩატარდება
სვეტიცხოვლობის დღესასწაულის შემდეგ, ოქტომბერში, სხალთის ეპარქიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ეწვევა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის შიო III-ის ლოცვა-კურთხევით, ოქტომბერში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულის შემდეგ, სხალთის ეპარქიაში მისი უწმინდესობის ჩასვლა იგეგმება.
პატრიარქის ვიზიტის ფარგლებში, მისი ლოცვა-კურთხევით, ეპარქიაში საჯარო ნათლობა ჩატარდება. ნათლობის მსურველები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის ნათლულები გახდებიან.
ნათლობის დღეს პატრიარქი თავის ნათლულებს ნათლობის ჯვრებს პირადად გადასცემს საჩუქრად.
ნათლობის ჩატარების ზუსტი თარიღისა და დღის, ასევე რეგისტრაციის წესისა და სხვა დამატებითი დეტალური ინფორმაციის შესახებ სხალთის ეპარქია საზოგადოებას უახლოეს დღეებში აცნობებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ჯვართამაღლებას.
