30 სექტემბერს ეკლესია წმიდა სოფიოსა და მისი ასულების ხსენების დღეს აღნიშნავს

2824
30 სექტემბერი 08:00
13
წმიდა მოწამენი: პისტი, ელპიდი და აღაპი და დედა მათი სოფიო. ფოტო: ღია წყარო წმიდა მოწამენი: პისტი, ელპიდი და აღაპი და დედა მათი სოფიო. ფოტო: ღია წყარო

კეთილმსახური ქვრივი შვილებთან — პისტისთან, ელპიდესთან და აღაპისთან — ერთად ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულებისთვის ეწამა.

30 სექტემბერს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია კეთილმსახური ქვრივის, წმიდა სოფიოსა და მისი სამი ასულის — პისტის, ელპიდესა და აღაპის — ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმიდა სოფიო იტალიაში ცხოვრობდა და შვილებს ქრისტეს მცნებების ერთგულებით ზრდიდა. მათ პისტი, ელპიდი და აღაპი უწოდა, რაც ბერძნულად რწმენას, სასოებასა და სიყვარულს ნიშნავს.

იმპერატორ ადრიანეს მეფობის დროს მართლმორწმუნეთა დევნისას სოფიო და მისი ასულები ქრისტიანულ სარწმუნოებას დაუფარავად აღიარებდნენ. ამის შესახებ ქალაქისთავმა ანტიოქოსმა იმპერატორს შეატყობინა, რის შემდეგაც წმიდანები რომში წაიყვანეს.

ამ თემაზე ეკლესია დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებულს მოიხსენიებს
სპარსელების მიერ ქალკედონის აღების შემდეგ, 620 წელს წმიდა ეფემია ყოვლადქებულის უხრწნელი ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. ხატმბრძოლობის ბატონობის დროს ლუსკუმა ამ სიწმიდითურთ ზღვაში მოისროლეს.

იმპერატორის წინაშე წარდგენილმა სოფიომ მტკიცედ განაცხადა, რომ ისინი რომში იმისთვის იყვნენ მოსულნი, რათა სარწმუნოება სიკვდილამდე დაეცვათ. ადრიანემ დედასა და შვილებს წარმართული კერპის თაყვანისცემა მოსთხოვა, თუმცა წმიდა მოწამეებმა უარი განაცხადეს.

მიუხედავად სასტიკი წამებისა, სამივე ასულმა — 12 წლის პისტიმ, 10 წლის ელპიდემ და 9 წლის აღაპიმ — ქრისტეს რწმენას არ უღალატა. ისინი სხვადასხვა სატანჯველით აწამეს და ბოლოს მახვილით აღესრულნენ.

წმიდა სოფიო უმძიმეს გამოცდას საკუთარი შვილების წამების ხილვით გადიოდა, თუმცა მათ სულიერად ამხნევებდა და ლოცვით აძლიერებდა. ასულების მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ მან მათი ცხედრები დაკრძალა და სამი დღის განმავლობაში წმიდა საფლავებს არ მოშორებია.

მალევე წმიდა სოფიოს სულიც უფალმა შეივედრა. ეკლესიის გადმოცემით, იგი დაახლოებით 137 წელს აღესრულა.

წმიდა სოფიოსა და მისი ასულების ცხოვრება ქრისტიანული რწმენის, სასოების, სიყვარულისა და სულიერი სიმტკიცის მაგალითად არის წარმოდგენილი. ეკლესია მათ ხსენებას 30 სექტემბერს აღნიშნავს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 24 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია 300 არაგველთა ხსენებას აღნიშნავს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ