ღირებულებითი განათლების კოორდინატორების გადამზადება დაიწყო
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, მონაწილეები ღირებულებითი განათლების მიმართულებით ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს გაიღრმავებენ.
29 სექტემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით ღირებულებითი განათლების კოორდინატორების გადამზადება დაიწყო.
გადამზადების პროგრამა მიზნად ისახავს ღირებულებითი განათლების მიმართულების განვითარებას, სკოლებში მოქმედი კლუბების საქმიანობის მხარდაჭერასა და კოორდინატორების პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ღირებულებითი განათლების სხვადასხვა მიდგომას, გაიუმჯობესებენ მეთოდოლოგიურ და კომუნიკაციის უნარებს, ასევე მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას, რომელიც მათ სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებთან და ღირებულებითი განათლების კლუბების ხელმძღვანელებთან მუშაობაში დაეხმარება.
გადამზადების შეხვედრებს უძღვებიან:
* ზურაბ მხეიძე — „კომუნიკაციის ხელოვნება“;
* რუსუდან კილაძე — „ასაკობრივი განვითარების თავისებურებები“;
* ნათია გოცაძე — „ეფექტიანი კომუნიკაცია და დარწმუნების ხელოვნება“.
პროგრამა ღირებულებითი განათლების კოორდინატორებისთვის პროფესიული განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს და მიზნად ისახავს სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბების საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიან მხარდაჭერას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თელავში ,,ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელთა კრება გაიმართა.
