საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ გაიმართა

2824
18:32
9
ქუთაის-გაენათის ეპარქიის ტრადიციული გალობის სტუდია „სიხარულის“ აღსაზრდელები. ფოტო: ეპარქიის გვერდი ქუთაის-გაენათის ეპარქიის ტრადიციული გალობის სტუდია „სიხარულის“ აღსაზრდელები. ფოტო: ეპარქიის გვერდი

საჩხერეში გამართულ სრულიად საქართველოს VIII კონკურს-ფესტივალზე „ქართული საგალობლები“ ქუთაის-გაენათის ეპარქიის ტრადიციული გალობის სტუდია „სიხარულის“ აღსაზრდელებმა მონაწილეობა მიიღეს.

28-29 სექტემბერს საჩხერეში სრულიად საქართველოს VIII კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ გაიმართა, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა.

კონკურს-ფესტივალის ფინალურ ეტაპზე, სხვა მგალობელთა გუნდებთან ერთად, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ იოანეს ლოცვა-კურთხევით მონაწილეობდა ქუთაის-გაენათის ეპარქიასთან არსებული ტრადიციული გალობის სტუდია „სიხარულის“ გუნდი.

ამ თემაზე საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ გაიხსნა
საჩხერეში სრულიად საქართველოს მერვე კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ დაიწყო, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები. „საუკეთესო რეგენტის“ წოდება ქუთაის-გაენათის ეპარქიის ტრადიციული გალობის სტუდია „სიხარულის“ რეგენტმა შიო მუშკუდიანმა მოიპოვა.

კონკურს-ფესტივალში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო ახალგაზრდა მგალობლებისთვის, წარმოეჩინათ ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობის მრავალსაუკუნოვანი კულტურა და საკუთარი შემოქმედებითი გამოცდილება გაეზიარებინათ მონაწილე გუნდებისთვის.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რაჭა-ლეჩხუმში სამდღიანი მოლოცვა 200-მდე ადამიანმა 1700 წლის იუბილეს მიუძღვნა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ