რუმინეთში წმინდა გაბრიელ აღმსარებლის სახელობის ახალი ტაძარი შენდება
ტაძრის საძირკვლის ქვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ და რამინკუ-ვილჩას მთავარეპისკოპოსმა ვარსანოფიმ აკურთხეს.
რუმინეთის ქალაქ რამნიკუ-ვილჩაში, გორანუს სამრევლოში, წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ახალი ტაძრის მშენებლობა დაიწყო.
ტაძრის საძირკვლის ქვის კურთხევის მსახურება ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ და რამნიკის მთავარეპისკოპოსმა ვარსანოფიმ აღასრულეს.
მიტროპოლიტმა თეოდორემ, რომელიც წმინდა გაბრიელ აღმსარებელს პირადად იცნობდა, აღნიშნა, რომ წმინდანები ღვთისგან ბოძებული საჩუქრები არიან მთელი ეკლესიისთვის. მისი თქმით, წმინდანთა საერთო თაყვანისცემა ქრისტეს ეკლესიის ერთობას ხილულს ხდის და საქართველოსა და რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის არსებულ სულიერ კავშირს კიდევ უფრო აძლიერებს.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ივნისში რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებელი რუმინეთის საეკლესიო კალენდარში შეიყვანა. წმინდანის ხსენების დღედ რუმინეთშიც 2 ნოემბერი განისაზღვრა.
რამნიკუ-ვილჩაში წმინდა გაბრიელის სახელობის ტაძრის მშენებლობა ქართველი წმინდანისადმი რუმინეთში არსებული განსაკუთრებული პატივისცემისა და ორი მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი ურთიერთობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რუმინეთის პატრიარქმა ღრმა მწუხარება გამოთქვა საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
