ბორჯომში საჯარო ლექცია გაიმართა
შეხვედრას თეოლოგი აკაკი მინდიაშვილი უძღვებოდა; ღონისძიებას ცნობილი ქართველი რეჟისორი ლევან კოღუაშვილი დაესწრო.
28 აგვისტოს, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ბორჯომის ახალი უბნის ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის მრევლისთვის მორიგი საგანმანათლებლო ლექცია გაიმართა.
ლექციას თეოლოგი აკაკი მინდიაშვილი უძღვებოდა. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ქრისტიანობის, საქართველოს ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე ისაუბრეს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ცნობილი ქართველი რეჟისორი ლევან კოღუაშვილი, ფილმის „მეოთხე ბრაიტონის” ჩვენება ბორჯომში, სტუდენტური ექსპედიციის ფარგლებში, 1 სექტემბერს 17:00 საათზე ბორჯომის კულტურის სახლის დარბაზში გაიმართება.
ფილმის ჩვენება საქართველოს ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი სტუდენტური ექსპედიციის ფარგლებში ჩატარდება, რომელიც 30 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
სტუდენტური ექსპედიციის საპილოტე პროგრამას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს საპატრიარქო ერთობლივად ახორციელებენ.
პროგრამის მიზანია ახალგაზრდების ჩართულობით საქართველოს ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა, გააზრება და პოპულარიზაცია, ასევე ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ისტორიის მნიშვნელობის წარმოჩენა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ციხისჯვარის წმინდა გაბრიელის სახელობის ეკლესია.