ეპისკოპოსმა ღვთისმშობლობასთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა

2824
13:52
9
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე). ფოტო: ეპარქიის გვერდი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე). ფოტო: ეპარქიის გვერდი

მეუფე მელქისედეკმა ზესტაფონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია, ხოლო ლახუნდარას ღვთისმშობლის შობის ტაძარში საზეიმო პარაკლისი აღავლინა.

2026 წლის 21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის (ღვთისმშობლობის) დღესასწაულთან დაკავშირებით, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღავლინა.

მეუფემ ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღასრულა. წირვის დასასრულს ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა.

ამავე დღეს, ღვთისმშობლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახუნდარაში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარშიც საზეიმო პარაკლისი აღავლინა.

პარაკლისის დასრულების შემდეგ მეუფემ ტაძარში შეკრებილ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ღვთისგან მშვიდობა, ჯანმრთელობა და სულიერი განმტკიცება უსურვა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზესტაფონში ახალმოწამეთა სახელობის ტაძრის სამრეკლოზე ჯვარი აღმართეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ