კაჭრეთში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი აკურთხეს
ტაძარი ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულზე საგარეჯოსა და ნინოწმიდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) აკურთხა.
21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულზე, საგარეჯოსა და ნინოწმიდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძემ) კაჭრეთში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი აკურთხა.
ტაძრის კურთხევის ცერემონიას სასულიერო პირები და მრევლი ესწრებოდნენ. კურთხევის შემდეგ ეკლესიაში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინა.
ახლად ნაკურთხ ტაძარს წინამძღვარი დაენიშნა — მთავარეპისკოპოსმა ლუკამ ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი ანტონი დაადგინა.
ღვთისმშობლის შობის სახელობის ახალი ტაძარი კაჭრეთისა და ადგილობრივი მრევლისთვის ლოცვისა და სულიერი ცხოვრების მნიშვნელოვან ადგილად იქცევა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა გრძელდება.