ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ხელდასხმის რიტუალი შესრულდა

2824
17:21
3
მონაზონი იოანე (ჭაჭუა). ფოტო:  საპატრიარქოს უწყებანი მონაზონი იოანე (ჭაჭუა). ფოტო: საპატრიარქოს უწყებანი

ხელდასხმა გარდაბნისა და მეტყოფის ეპისკოპოსმა შეასრულა.

2026 წლის 21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ (შომახია) გარდაბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დროს დიაკვნად დაასხა ხელი შავნაბადას წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წევრს, მონაზონ იოანეს (ჭაჭუა).

ხელდასხმის საიდუმლოს აღსრულების შემდეგ ახალხელდასხმულმა დიაკვანმა სამღვდელმთავრო ლოცვა-კურთხევა მიიღო და მსახურება ეკლესიის წინაშე ახალი ხარისხით განაგრძო.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გიორგობის დღესასწაული შავნაბადაზე ეპისკოპოს იოანეს ხელმძღვანელობით აღინიშნა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ