მიტროპოლიტი ანდრია მარიამობის დღესასწაულზე ატენის სიონში იმსახურებს
ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას ატენის სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს.
28 აგვისტოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას ატენის სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს.
სადღესასწაულო მსახურება 28 აგვისტოს, დილის 09:00 საათზე დაიწყება.
ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი საუფლო-სადღესასწაულო დღეა, რომელსაც ქართველი მართლმადიდებლები განსაკუთრებული სიხარულითა და მოწიწებით აღნიშნავენ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტი ანდრია გორის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში აღავლენს ლიტურგიას.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
უფლისციხეში ეთნოფესტივალი გაიმართება
გუშინ 19:08