საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს პარაკლისი აღევლინება

2824
23 ივნისი 09:29
28
საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს პარაკლისი აღევლინება

მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ პარაკლისის დასრულების შემდეგ მიეახლონ ტაძარში დაბრძანებულ მრავალ სიწმინდეს და წმინდა ნაწილებს.

საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი მორწმუნეებს სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს. ტაძარში ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, 15:00 საათზე, აღევლინება პარაკლისი.

პარაკლისზე დასწრების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, ლოცვის დასრულების შემდეგ, მიეახლონ ტაძარში დაბრძანებულ სიწმინდეებსა და წმინდა ნაწილებს.

მისამართი:იოსებიძის ქ. №59, საბურთალო

ტაძარში დაბრძანებული სიწმინდეები:

* მაცხოვრის საფლავის ქვა;
* წმინდა პავლე მოციქულის წმინდა ნაწილი;
* წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი;
* წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას წმინდა ნაწილები;
* წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილი;
* წმინდა დიმიტრი თესალონიკელის წმინდა ნაწილი;
* 6000 გარეჯელი მოწამის წმინდა ნაწილები;
* წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილი;
* წმინდა იოანე შანხაელის წმინდა ნაწილი;
* წმინდა ბასილი დიდის წმინდა ნაწილი;
* წმინდა გიორგის წმინდა ნაწილი;
* წმინდა მიხეილ ტვერელის წმინდა ნაწილი;
* წმინდა ბარბარეს წმინდა ნაწილი;
* წმინდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი;
* წმინდა სერაფიმე საროველის წმინდა ნაწილი;
* წმინდა მერკურის წმინდა ნაწილი;
* წმინდა გაბრიელ სალოსის წმინდა ნაწილი;
* წმინდა ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილი;
* მართალი ლაზარეს წმინდა ნაწილი;
* წმინდა პანტელეიმონ მკურნალის წმინდა ნაწილი;
* წმინდა იოანე და გიორგი ბეთანიელების წმინდა ნაწილები;
* წმინდა ანასტასია რომაელის წმინდა ნაწილი;
* წმინდა კირილე ალექსანდრიელის წმინდა ნაწილი;
* წმინდა გიორგი ივერიელის წმინდა ნაწილი;
* წმინდა ანდრონიკესა და პროხორის წმინდა ნაწილები;
* წმინდა გედეონ ათონელის წმინდა ნაწილი;
* წმინდა შიო მღვიმელის წმინდა ნაწილი;
* წმინდა ტრიფონის წმინდა ნაწილი;
* წმინდა დავითისა და კონსტანტინეს წმინდა ნაწილები;
* წმინდა პატაპის სკუფია;
* ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი;
* წმინდა კოზმასა და დამიანეს წმინდა ნაწილები;
* წმინდა მარინეს წმინდა ნაწილი;
* წმინდა პატაპის ფაჩუჩი;
* წმინდა ეფრემ ახლის ფაჩუჩი.

ტაძრის სამღვდელოება მორწმუნეებს მოუწოდებს, წმინდანთა მეოხებას შეჰვედრონ საკუთარი ოჯახები, ახლობლები და სრულიად საქართველო.

„უფლის მადლი და წმინდანთა კურთხევა ფარავდეს თქვენს ოჯახებს“– აღნიშნულია ტაძრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, რომ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ზუგდიდის საკათედრო ტაძარში საკვირაო საღმრთო ჟამისწირვა აღავლინა

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ