საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი საუნივერსიტეტო კლინიკა გახდა

2824
08 მაისი 22:07
19
საპატრიარქოს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და სამედიცინო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. საპატრიარქოს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და სამედიცინო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საპატრიარქოს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და სამედიცინო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

2026 წლის 30 აპრილს საქართველოს საპატრიარქოში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს საპატრიარქოს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრს შორის.

მემორანდუმის საფუძველზე, საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს იძენს, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს როგორც სამედიცინო, ისე საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარებას.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, პროფესიული პრაქტიკის გაძლიერებასა და თანამედროვე სამედიცინო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას.

მხარეები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და სხვადასხვა სფეროში წარმატებული პროექტების განხორციელების მიმართულებით.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 11 მაისს საპატრიარქოს გაფართოებულ კრებაზე დასასწრებად მედიისთვის აკრედიტაცია გამოცხადდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ