გამოვიდა გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის მე-9 ნომერი

2824
08 მაისი 14:26
7
გამოვიდა გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის მე-9 ნომერი

ახალ ნომერში წარმოდგენილია წმინდა სინოდის სხდომის ოქმი, მიტროპოლიტ შიოს ქადაგებები, საპატრიარქოს განცხადებები და საეკლესიო ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები.

გამოვიდა გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის მე-9 ნომერი, სადაც მკითხველი გაეცნობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებს, განცხადებებსა და მოვლენებს.

გაზეთის ახალ ნომერში გამოქვეყნებულია წმინდა სინოდის სხდომის ოქმი და სინოდისადმი მიმართვა. ასევე წარმოდგენილია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგებები, რომლებიც მან წარმოთქვა განრღვეულის კვირას, მენელსაცხებლე დედების ხსენების დღეს, პატრიარქის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს, მიცვალებულთა ხსენების დღესა და კვირაცხოვლობის დღესასწაულზე.

ქრონიკისა და ინფორმაციის განყოფილებაში მკითხველი იხილავს მასალებს პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლასთან დაკავშირებით, ღონისძიებაზე — „საქართველო, მიყვარხარ!“, რომელიც პატრიარქის ხსოვნას მიეძღვნა, ასევე ინფორმაციას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის შესახებ.

ნომერში ასევე შესულია საიუბილეო და სამძიმრის მასალები, ხოლო საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განყოფილებაში გამოქვეყნებულია პატრიარქის კარნახით დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ ჩაწერილი ტექსტი, აუცილებელი განმარტება და ინფორმაცია თვითმარქვია სასულიერო პირის შესახებ.

გაზეთი ყურადღებას ამახვილებს ოჯახის სიწმინდის დღეზე, საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღისადმი მიძღვნილ მილოცვაზე და სამარიტელის კვირასთან დაკავშირებულ თემებზე.

„საპატრიარქოს უწყებანის“ ახალი ნომრის შეძენა შესაძლებელია ტაძრებში, ჟურნალ-გაზეთების ჯიხურებსა და სპეციალურ სტენდებთან.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს გაფართოებული საეკლესიო კრების ჩატარება, - მიტროპოლიტი შიო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ