დეკანოზ რომანოზ ჩიქობავას გარდაცვალებიდან 21 წელი შესრულდა

2824
20 თებერვალი 20:53
22
დეკანოზი რომანოზ ჩიქობავა. ფოტო არქივი დეკანოზი რომანოზ ჩიქობავა. ფოტო არქივი

სასულიერო პირი, რომელიც 1990-იანი წლების ძალადობის მსხვერპლი გახდა, ეკლესიის უახლეს ისტორიაში რწმენისა და სიმართლის ერთგულების სიმბოლოდ დარჩა.

2026 წლის 20 თებერვალს დეკანოზ რომანოზ ჩიქობავას გარდაცვალებიდან 21 წელი შესრულდა — სასულიერო პირისა, რომლის სახელი საქართველოს ეკლესიის უახლეს ისტორიაში ტრაგიკულ მოვლენებთანაა დაკავშირებული.

დეკანოზი რომანოზ ჩიქობავა მსახურობდა წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარში. 1990-იანი წლების მძიმე და არეულ პერიოდში იგი ძალადობის მსხვერპლი გახდა. 1992 წლის 9 ივლისს მამა რომანოზი დააკავა ე.წ. მხედრიონმა — იმდროინდელმა პარამილიტარულმა დაჯგუფებამ, რომელსაც ჯაბა იოსელიანი ხელმძღვანელობდა.

სასულიერო პირს ბრალად ედებოდა კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერებისთვის ტაძარში იარაღის შენახვა, თუმცა აღნიშნული ბრალდება ვერ დამტკიცდა. დაკავების პერიოდში დეკანოზ რომანოზზე განხორციელდა მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, როგორც წალენჯიხაში, ასევე თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც იგი 19 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

გათავისუფლების შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა — დაეწყო ეპილეფსიური შეტევები და სხვა სერიოზული გართულებები. მრავალი წლის ტანჯვის შემდეგ, 2005 წლის 20 თებერვალს, 56 წლის ასაკში, დეკანოზი რომანოზ ჩიქობავა უეცრად გარდაიცვალა.

მისი ცხოვრება და განსაცდელი მრავალი ადამიანისთვის იქცა სიმართლისა და რწმენის ერთგულების მაგალითად. დეკანოზ რომანოზ ჩიქობავას სახელი დღემდე უკავშირდება იმ რთულ ეპოქას, როდესაც სასულიერო პირებსა და ეკლესიის მსახურებსაც უწევდათ მძიმე განსაცდელების გავლა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ლოცვა ეფრემ ასურისა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ