საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს სხვადასხვა ეპარქიებმა მფარველი წმინდანის ხსენების დღე მიულოცეს
მილოცვები გაავრცელეს სურამისა და ხაშურის, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიებმა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი), მფარველი წმინდანის — ღირსი შიო მღვიმელის ხსენების დღე სხვადასხვა ეპარქიებმა და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მიულოცეს.
სურამისა და ხაშურის ეპარქიამ გავრცელებულ მილოცვაში აღნიშნა:
„საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, მაღალყოვლადუსამღვდელოეს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ვულოცავთ მფარველი წმინდანის — ღირსი შიო მღვიმელის ხსენების დღეს. დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ.“
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიამაც მიულოცა მეუფე შიოს ანგელოზის დღე და აღნიშნა:
„სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტს და საქართველოს პატრიარქის მოსაყდრეს მეუფე შიოს (მუჯირი) ვულოცავთ მფარველი წმინდანის ხსენების დღეს. ვუსურვებთ მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჯანმრთელად ქვეყნისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ. ისპოლაეტი დესპოტა!“
მილოცვა გაავრცელა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმაც, სადაც ნათქვამია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ღირსი შიო მღვიმელის ხსენებას აღნიშნავს და განსაკუთრებული პატივისცემით ულოცავენ ამ დღეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოს.
„ვუსურვებთ მას დღეგრძელობას, მხნეობას და სიმტკიცეს, შეეწიოს ღირსი მამის ლოცვა. მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ!“ — აღნიშნულია მილოცვაში.
მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი გამორჩეული იერარქია და 2017 წლიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრეა. მისი მფარველი წმინდანი — ღირსი შიო მღვიმელი — ცამეტ ასურელ მამათაგანი და ქართული მონაზვნობის ერთ-ერთი უდიდესი მამაა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, იღუმენი ნაზარ ბასილაია წმ. ნაზარ ლეჟავას სახელობის ფონდის შესახებ.