გრძელდება ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის დალოცვა
მიტროპოლიტმა სტეფანემ სოფელ ზარაგულაში საღვთო ლიტურგია აღასრულა, ქვედა ლუხვანოში მოსახლეობას შეხვდა, ხოლო ზედა ლუხვანოში მშენებარე ტაძარში პარაკლისი გადაიხადა.
30 სექტემბერს, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის დალოცვის ფარგლებში, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯაშვილი) ეპარქიის სხვადასხვა სოფელი მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.
მეუფე სტეფანემ სოფელ ზარაგულაში საღვთო ლიტურგია აღასრულა. ღვთისმსახურების დროს მრევლთან ერთად ილოცა სოფლის მოსახლეობამ და სასულიერო პირებმა.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სოფელ ქვედა ლუხვანოში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მეუფემ მოსახლეობის საჭიროებები მოისმინა, გაესაუბრა მათ და დალოცა.
ეპარქიის დალოცვის ფარგლებში მიტროპოლიტმა სტეფანემ სოფელ ზედა ლუხვანოშიც მოინახულა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მშენებარე ტაძარი, სადაც პარაკლისი აღასრულა.
მეუფე სტეფანემ ტაძრის მშენებლობისა და სოფლის სულიერი ცხოვრების შესახებაც ისაუბრა და შეკრებილი მრევლი დალოცა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა წმინდა გიორგის მონასტერში საღვთო ლიტურგია აღავლინა.
