ეპისკოპოსმა ვახტანგმა ილია II-ის საფლავთან პანაშვიდი გადაიხადა
სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს.
2026 წლის 1 ოქტომბერს, თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საფლავთან ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ლიპარტელიანი) პანაშვიდი გადაიხადა.
პანაშვიდის აღსრულებისას მეუფე ვახტანგმა და სასულიერო პირებმა პატივი მიაგეს საქართველოს ეკლესიის წინამძღოლის ხსოვნას და აღავლინეს ლოცვა მისი სულის მოსახსენებლად.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა. იგი სიონის საპატრიარქო ტაძარშია დაკრძალული.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 63 წელი ეპისკოპოსად კურთხევიდან — უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ხსენება.
