ფერისცვალების სამრევლო სკოლაში დეკანოზ ბორის ნიჩიპეროვიჩს შეხვდებიან
შეხვედრის თემა იქნება „წმინდა გრიგოლ ხანძთელიდან დავით აღმაშენებლამდე“.
1-ელ ოქტომბერს, ხუთშაბათს, ფერისცვალების სამრევლო სკოლის „უფლის კარავის“ სივრცეში ისტორიის დოქტორ, დეკანოზ ბორის ნიჩიპეროვიჩთან შეხვედრა გაიმართება.
დეკანოზი ბორის ნიჩიპეროვიჩი 1969 წელს ქალაქ თბილისში. 2011 წელს ხელდასხმულ იქნა ჯერ დიაკვნად, ხოლო იმავე წელს — მღვდლად. მოგვიანებით მას მიენიჭა დეკანოზის ხარისხი. მსახურობს
გორისა და ატენის ეპარქიაში. იგი ასევე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა და დაკავშირებულია გორში მოქმედ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის სკოლა-გიმნაზიასთან. აქტიურად მონაწილეობს საჯარო შეხვედრებსა და საღვთისმეტყველო დისკუსიებში (მაგალითად, ციკლიდან „საუბრები ქრისტიანობაზე“).შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხება საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდს — წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობიდან დავით აღმაშენებლამდე.
შეხვედრა საღამოს 19:00 საათზე დაიწყება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, გიორგი მთაწმინდელის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
