ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში წმინდა გაბრიელის წმინდა ნაწილები დააბრძანეს
ჩრდილოეთ ამერიკის ქართულ ეპარქიაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართება.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის სამრევლოებში საიუბილეო ღონისძიებები გაიმართება. ღონისძიებები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქართველოს სახელმწიფოს მიერ არის ორგანიზებული და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის შიო III-ის ლოცვა-კურთხევით ჩატარდება.
საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის სამრევლოებში საქართველოდან ჩაბრძანდება ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატი და წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის წმინდა ნაწილები. სიწმინდეებს საქართველოს საპატრიარქოს მიერ წარმოგზავნილი დელეგაცია ჩამოაბრძანებს.
საიუბილეო პროგრამა 10 ოქტომბერს პოკონოში, წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში, საზეიმო საღმრთო ლიტურგიით დაიწყება, რომელსაც ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა აღასრულებს.
ღონისძიებები გაგრძელდება ბრუკლინის, მანჰეტენის, ფილადელფიის, ვაშინგტონის, მონროს, ნიუ-ჯერსის, მონრეალის, ვანკუვერის, კალგარის, ტორონტოსა და ჩიკაგოს ქართულ სამრევლოებში.
პროგრამის ფარგლებში აღევლინება სამღვდელმთავრო და საკვირაო საღმრთო ლიტურგიები, ასევე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სავედრებელი პარაკლისები.
საიუბილეო ღონისძიებები ჩრდილოეთ ამერიკის ქართულ სამრევლოებში 10-26 ოქტომბერს გაიმართება და საქართველოსთვისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღს მიეძღვნება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბრუკლინის ქართულ სამრევლოში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავენ.
