ევროპული ენების დღე წმინდა გაბრიელ მთავარეპისკოპოსის სკოლა-გიმნაზიაში
მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის უცხოური ენების კათედრის წევრებმა საგანმანათლებლო და სახალისო ვიქტორინა გამართეს.
26 სექტემბერს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში უცხოური ენების კათედრის წევრებმა — ანი დანგაძემ და ნათია გუბელაძემ — ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილი ვიქტორინა გამართეს.
ვიქტორინაში მონაწილეობდნენ სკოლა-გიმნაზიის მე-5 „ა“ და მე-5 „ბ“ კლასების მოსწავლეები. აქტივობა სხვადასხვა ევროპული ენის შესახებ ცოდნის შემოწმებასა და მოსწავლეთა შემეცნებითი უნარების განვითარებას ისახავდა მიზნად.
ვიქტორინა საგანმანათლებლო ხასიათთან ერთად სახალისო და მრავალფეროვანი იყო. მოსწავლეებს სხვადასხვა ევროპული ენის შესახებ შეკითხვებთან ერთად სიმღერებისა და ცეკვების ამოცნობაც უწევდათ, რამაც აქტივობას განსაკუთრებული ინტერესი შესძინა.
ვიქტორინის შედეგად პირველი ადგილი დაიკავეს მე-5 „ა“ კლასის პირველმა ჯგუფმა „Super Stars“-მა და მე-5 „ბ“ კლასის პირველმა ჯგუფმა „Pirates“-მა. მეორე ადგილით დაჯილდოვდა მე-5 „ბ“ კლასის მეორე ჯგუფი „Winners“, ხოლო აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა მე-5 „ა“ კლასის მეორე ჯგუფი „Makron“.
ღონისძიებას ესწრებოდა სასწავლო პროცესის კოორდინატორი იამზე ჩოგოვაძე, რომელმაც დადებითად შეაფასა ჩატარებული აქტივობა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს წარმატებები უსურვა.
ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილმა ვიქტორინამ მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, ცოდნა სახალისო და ინტერაქტიული ფორმით გაეღრმავებინათ და ევროპული ენებისა და კულტურის მიმართ ინტერესი გაეღვივებინათ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, გორის სკოლა-გიმნაზიაში ქრისტიანობის 1700 წლისთავთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
