,,დავითიანნში” გაიმართება შეხვედრა ისტორიკოსებთან თემაზე „აფხაზეთი: მოპარული ისტორია და დავიწყებული ერთობა“

2824
18 თებერვალი 20:07
45
ილორის წმინდა გიორგის ეკლესია. ფოტო: ვიკიპედია ილორის წმინდა გიორგის ეკლესია. ფოტო: ვიკიპედია

24 თებერვალს დაგეგმილ ღონისძიებაზე მონაწილეები აფხაზეთის ისტორიულ სიმართლესა და კულტურულ მემკვიდრეობაზე იმსჯელებენ.

24 თებერვალს, 19:00 საათზე გაიმართება შეხვედრა ისტორიკოს მარიამ ჭინჭარაულთან და ანი ქიტესაშვილთან, თემაზე — „აფხაზეთი: მოპარული ისტორია და დავიწყებული ერთობა“.

შეხვედრის მიზანია აფხაზეთის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გახსენება, იმ სიმართლის წარმოჩენა, რომელიც ხშირად დავიწყებას ეძლევა, და იმ ერთობის მნიშვნელობის გააზრება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აერთიანებდა ადამიანებს.

ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება აფხაზეთის ქართული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა, ისტორიული მოვლენები და ის სულიერი და ადამიანური კავშირები, რომლებიც მიუხედავად რთული ისტორიული რეალობისა, კვლავაც შესაძლებელია სიყვარულის, ურთიერთპატივისცემისა და საერთო ღირებულებების საფუძველზე.

შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:
[https://forms.gle/kAphv3N97Tgk4dDz9](https://forms.gle/kAphv3N97Tgk4dDz9)

ღონისძიება წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებისა და საზოგადოებაში დიალოგის გაძლიერების მიმართულებით.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, ქართული უნივერსიტეტი და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ