დავითიანნმა თბილისის N10 საჯარო სკოლაში ლიდერთა კლუბის საქმიანობა წარადგინა
ახალი თაობის დავითიანნელებმა მოსწავლეებს გაუზიარეს კლუბის მისია, პროექტები და ერთობლივი თანამშრომლობის მნიშვნელობა.
დავითიანნი საკლუბო საქმიანობის ფარგლებში ეწვია თბილისის N10 საჯარო სკოლას, სადაც 2025-2026 წლის გამოშვების ლიდერთა კლუბის წევრებმა პრეზენტაციის ფორმატში ბავშვებსა და პედაგოგებს გააცნეს კლუბის მიზნები, აქტივობები და სამომავლო გეგმები.
ლიდებთმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სკოლის ჩართულობის აუცილებლობაზე და აღნიშნეს, რომ ერთობლივი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბევრ სასარგებლო მიღწევას.
შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, დავითიანნის წარმომადგენლები და ძველი თაობის დავითიანნელები, რომლებიც ახალგაზრდობის განვითარებას ამაღლებული პასუხისმგებლობით უყურებენ.
დავითიანნი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ახალგაზრდების შესაძლებლობების ზრდასა და მათი მონაწილეობით არსებითი საზოგადოებრივი პროექტების განხორციელებას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, „დავითიანნი“ აცხადებს უფასო ახალგაზრდულ სტაჟირებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტში.