საეკლესიო პირების განსხვავებული პოზიციები ,,NEXT"-ის ახალ პროექტზე – ,,Tbilisi Oriental"
NEXT — გლობალური დეველოპერული ბრენდი ძველ თბილისში ახალ მრავალფუნქციურ კომპლექსს ააშენებს, რამაც საზოგადოების და სასულიერო წრეების განსხვავებული შეფასება გამოიწვია.
გლობალური დეველოპერული ბრენდი ,,NEXT", რომელიც 2018 წელს საქართველოში დაარსდა და დღეს უკვე სამ კონტინენტზე — ბათუმში, თბილისში, დუბაიში, ნაირობიში, მარბეიასა და ზანზიბარში — ახორციელებს წარმატებულ პროექტებს, თბილისის ისტორიულ უბანში, ორთაჭალაში, ახალ მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს ,,Tbilisi Oriental by NEXT".
კომპანიის ინფორმაციით, 21-სართულიანი შენობა თანამედროვე არქიტექტურითა და ინოვაციური ფორმებით ძველ თბილისს ახალ იერს შესძენს. NEXT-ის პროექტების საერთო პორტფოლიო 420,000 კვადრატულ მეტრს აჭარბებს და მოიცავს საცხოვრებელ, სასტუმროსა და კომერციულ სივრცეებს.
თუმცა, კომპანიის ახალი ინიციატივა არაერთგვაროვან შეფასებებს იწვევს როგორც საზოგადოებაში, ისე სასულიერო წრეებში.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი) ქადაგებისას აღნიშნა:
,,ყველასათვის გახდა ცნობილი არაბული კომპანიის შემოსვლა საქართველოში. როდესაც ჩვენ გადაშენების პირას ვართ და ვერ ვმრავლდებით, რომელიც აპირებს ააშენოს 2 დიდი ქალაქი ერთი ტბილისთან ახლოს და მეორე აჭარაში, და მათ დაუფარავად თქვეს რომ 60% გაყიდვებისა არის საერთაშორისო მყიდველზე გათვლილი. და მეგუბნებით იმ 40%_ის შემძენი ვერ იქნიება ქართველი, თქვენ ხედავთ გაძვალტყავებულ ხალხს, რომლებსაც ბანკების ტავხედური თავგასულობით, მაღალი პროცენტებითა და სესხებით იხრჩობა. რომელ ქართველობაზე ვსაუბრობთ როცა ჩვენს მიწა-წყალს ღვთისმშობელის წილხხვედრ, წმინდა ნინოს ვაზის ჯვრით განათლებულს, ანდრია პირველ მოციქულის, სვიმონ კანანელის, მატათასი რომელიც გონიოში განისვენებს, აი ამ მიწას ჩვენი ხეტ ვაძლევთ უცხო ტომებს. რამდენი ემიგრანტია საქართველოდან წასული და თუ ხართ დაკვივებული ათასი სხვა ტომით გაივსო საქართველო. მიწა რომელიც მტერმა ხმლით ვერ დაგვათმობინა ახლა სხვადასხვა ხერხით ცდილობენ წაგვართვან. ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენი წინაპრების წინაშე რომლებმაც თავიანთი სიცოცხლით შეგვინარჩუნეს. ჩვენ ჩვენი მტრის სიტყვები ,,კარგია საქართველო, ქართველების გარეშე“ არუნდა შევასრულოთ. ჩვენ გვინდა ქვეყნის ეკონომიკური და სწორი განვითარება მაგრამ არა იმის ხარჯზე რომ საქართველოში ქართველი აღარ იყოს. მე წინააღმდეგი ვარ ამ პროექტის.“
მეტად შემრიგებლური პოზიცია დააფიქსირა იტრიის ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა მამა საბამ (ნატროშვილი), რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
,,როდესაც ძმათამკვლელი ომების, სამოქალაქო არეულობის, გაჭირვებისა და შიმშილობის შემდეგ, საქართველოსთვის ძლივს გამოჩნდა სინათლე გვირაბის ბოლოს და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის განხორციელებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო, მაშინვე ამუშავდა დეზინფორმაციის მანქანა და ძალიან დიდი წინააღმდეგობა წამოვიდა ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან.(ამ თემაზე არსებობს პრეზიდენტ შევარდნაძის იმდროინდელი ვიდეო ჩანაწერები არქივში) - ხალხში გაავრცელეს ნარატივი, რომ თუ ეს მილსადენი საქართველოზე გაივლიდა, აუცილებლად ნავთობი გაჟონავდა და ჩვენი სახნავ- სათესი სავარგულები მთლიანად დაიტბორებოდა, განადგურებოდა უნიკალური ბუნებაც და ეკოლოგიური კატასტროფა გარდაუვალი იყო... ასევე გვახსოვს დედაქალაქში ,,ჰუალინგ პლაზას” მშენებლობისას როგორ შფოთავდნენ მავანნი, რომ რაღაც გეგმის მიხედვით, მილიონობით ჩინელი უნდა ჩამოსახლებულიყო საქართველოში და მათთვის შენდება ეს კომპლექსიო. სინამდვილეში კი ამ მესიჯბოქსებს ყოველთვის ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ძალა ავრცელებს საზოგადოებაში და მიზნად ისახავს - არანაირი ინვესტიცია არ შემოვიდეს საქართველოში, არავინ ჩადოს ფული პროექტებში და როგორმე ეკონომიკურად ძლიერები და დამოუკიდებლები არ გავხდეთ… როდესაც პატარა ქვეყანა ხარ, რესურსები და წიაღისეული არ გაქვს, ჯარი არ გყავს, არაფერს აწარმოებ და თან განვითარება გინდა, მაშინ უნდა იცოდე, რომ შენი უსაფრთხოება სწორედ ასეთ დიდ საერთაშორისო ინვესტიციებზე დგას მთლიანად და სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტიც ამგვარი მნიშვნელოვანი პროექტებია. ღმერთი შეეწიოს ჩვენს სამშობლოს, გააძლიეროს და მოგვმადლოს სულიერი და ხორციელი წინსვლა!"
NEXT-ის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ კომპანიის მიზანია ქალაქის ურბანული განვითარების ხელშეწყობა და ინვესტიციების მოზიდვა, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და თბილისის საერთაშორისო იმიჯის გაძლიერებას.
შეგახსენებთ, ,,დიალოგები დავითიანნში" პროექტის ფარგლებშ მორიგი შეხვედრა გაიმართა.