ლვოვის ოლქის სამხედრო ნაწილში უმე-ის რამდენიმე სასულიერო პირი იმყოფება - მედია
რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებზე ზეწოლას ახდენენ დოკუმენტებზე ხელმოწერისა და ფიცის დადების საკითხში.
უმე-ის რამდენიმე სასულიერო პირი, ასევე უმე კპ-ს სასულიერო პირი და პროტესტანტი პასტორები უკანონოდ არიან დაკავებული ლვოვის ოლქის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში. ამის შესახებ ,,პირველი კაზაკი’’ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დანაყოფის მიერ დაკავებულია უმე-ის პიატიხატკის ხარების ეკლესიის წინამძღვარი, მამა დიმიტრი სენეტოვიჩი, უმე-ის ღვთისმშობლის ხატის „პოჩაევსკაიას“ ეკლესიის წინამძღვარი, მამა როსტისლავ კალინოვსკი და უმე-ის კიდევ რამდენიმე სასულიერო პირი.
რელიგიური ორგანიზაციების ყველა წარმომადგენელზე ზეწოლას ახდენენ დოკუმენტებზე ხელმოწერისა და ფიცის დადების საკითხში. სასულიერო პირები უარს ამბობენ.
ადრე მჟკ-მა დაწერა, რომ ტერნოპოლის ეპარქიის კიდევ ერთი მღვდელი გაიტაცეს მობილიზაციის ცენტრიდან.