ზელენსკიმ მიიწვია ბაიდენი დამოუკიდებლობის 30 წლისთავის აღსანიშნავად

2824
05 მარტი 2021 00:40
39
ჯო ბაიდენი. ფოტო: golos.ua ჯო ბაიდენი. ფოტო: golos.ua

მიიღო თუ არა ამერიკის პრედიდენტმა მიწვევა დაესწროს სადღესასწაულო ღონისძიებებს კიევში, რომელზეც ჩამოსვლის  პირობა უკვე დადო ფანარიონის მეთაურმა, ჯერ არ არის ცნობილი.

ვლადიმერ ზელენსკიმ მოიწვია აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩამოვიდეს უკრაინაში დამოუკიდებლობის 30 წლისთავის აღსანიშნავად და მიიღოს მონაწილეობა ყირიმის პლატფორმის ინაუგურაციულ სამიტზე. ამაზე განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად.

კითხვაზე აშშ პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტის მომზადების პასუხის გაცემისას, დიპლომატიურ უწყებაში განაცხადეს, რომ „ორმხრივი ვიზიტების ორგანიზება სახელმწიფო მათაურების დონეზე რჩება უკრაინულ-ამერიკული ურთიერთობების მუდმივი დღის წესრიგში.“

მიიღო თუ არა ამერიკის პრეზიდენტმა ზელენსკის მოწვევა  დაესწროს სადღესასწაულო ღონისძიებებს კიევში, რომელზეც ჩამოსვლის პირობა უკვე  დადო ფანარიონის მეთაურმა, სამინისტროში არ განუმარტავთ.

შეგახსენებთ, 2020 წლის 16 ოქტომბერს ვლადიმერ ზელენსკიმ განახორციელა ვიზიტი ფანარიონში, რომლის ფარგლებში შეხვდა პატრიარქ ბართლომეს და მოიწვია ის უკრაინაში. 30 ნოემბერს, სადღესასწაულო ღვთისმსახურების შემდეგ, რომელსაც დაესწრო უკრაინის პრემიერი დენის შმიგალი , ფანარიონის მეთაურმა განაცხადა, რომ განზრახული აქვს ეწვიოს უკრაინას 2021 წლის აგვისტოში.

ასევე მჟკ წერდა, რომ საპრეზიდენტო შედეგების გამოცხადების შემდეგ აშშ-ში პატრიარქმა ბართლომემ  გაუგზავნა „თბილი მისალოცი წერილი „ჯო ბაიდენს, რომელიც ყველას „ უკეთესი სამყაროს იმედს აძლევს.“  პასუხად ბაიდენმა  ფანარიონის მეთაურთან მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოხატა და განაცხადა, რომ „ჩვენ გვჭირდება თქვენი ხელმძღვანელობა.“

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ