საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში „წიგნიერი ლიდერის“ პირველი სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
პროექტ „დავითიანნი“-ს ფარგლებში გამოვლინდნენ ინტელექტუალური კონკურსის გუნდური და ინდივიდუალური გამარჯვებულები.
ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში „დავითიანნი“-ს პროექტის — „წიგნიერი ლიდერის“ პირველი სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისის საჯარო და კერძო სკოლების მე-10 კლასის მოსწავლეები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ძველი აღთქმის სასწავლო პროგრამა. სემესტრის დასრულებისას ჩატარდა ინტელექტუალური კონკურსი, რომლის შედეგად გამოვლინდნენ როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური გამარჯვებულები.
გუნდური გამარჯვება მოიპოვა თბილისის N59 საჯარო სკოლის გუნდმა, ხოლო ინდივიდუალურ კონკურსში გამარჯვებული გახდა თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლე საბა ჩილინდრიშვილი.
პროექტ „წიგნიერი ლიდერში“ ჩართულია თბილისის დაახლოებით 30 სკოლა და 200-მდე მოსწავლე. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ეცნობიან მსოფლიო რელიგიებსა და პროექტის მართვის ძირითად პრინციპებს.
პროექტი „დავითიანნი“ თითოეულ მონაწილეს წარმატებებს უსურვებს და მადლობას უხდის პარტნიორი სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს აქტიური თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ზესტაფონის წმინდა ეკატერინეს სახელობის ბაგა-ბაღი მოინახულა.