ნარაზენის ხარების ტაძარში საკვირაო საღმრთო ჟამისწირვა და მღვდლად კურთხევა აღესრულა
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ დიაკონ ლევან ბიგვავას მღვდლად დაასხა ხელი.
2025 წლის 21 დეკემბერს ნარაზენის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში საკვირაო საღმრთო ჟამისწირვა აღესრულა. მსახურება მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ აღავლინა.
საღმრთო ჟამისწირვის დროს მიტროპოლიტმა გერასიმემ ნარაზენის ხარების ტაძრის დიაკონ ლევან ბიგვავას მღვდლად დაასხა ხელი.
წირვის დასრულების შემდეგ ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა ქადაგებით მიმართა მრევლს, მიულოცა დღევანდელი დღესასწაული და დალოცა ახლადკურთხეული მღვდლის სამღვდელო მოღვაწეობა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა 2025 წლის ელჩების შეკრების მონაწილეთ.