დავითიანნმა პარტნიორ სკოლებში ვიდეორგოლის კონკურსის ფარგლებში შეხვედრა გამართა
კინორეჟისორი გუგა გელაშვილი მოსწავლეებსა და პედაგოგებს ემპათიის თემაზე ვიდეორგოლის გადაღებისთვის საჭირო ცოდნა გაუზიარა.
დავითიანნი პარტნიორ სკოლებში აქტიურად ახორციელებს ვიდეორგოლების კონკურსს თემაზე „ემპათია ადამიანებს შორის“. ინიციატივის ფარგლებში სკოლების წარმომადგენლებსა და მოსწავლეებს შეხვდა კინორეჟისორი, „აგიონ ფილმსის“ დამფუძნებელი გუგა გელაშვილი.
შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეებისთვის იმ პრაქტიკული და თეორიული ინფორმაციის გაზიარება, რომელიც მათ დაეხმარებათ კონკურსში შესატანი ვიდეორგოლების მომზადებაში. აუდიტორია ჩართული იყო ინტერაქციულად — მოსწავლეებმა და პედაგოგებმა რეჟისორს კითხვებით მიმართეს, გუგა გელაშილმა კი მათ რეალური სამუშაო გამოცდილებაზე დაფუძნებული რეკომენდაციები გაუზიარა. აღნიშნული რჩევები გუნდებს ეფექტური და კონკურენტული ვიდეორგოლების შექმნაში დაეხმარება.
დავითიანნი პროექტ „წიგნიერი ლიდერის“ ფარგლებში თანამშრომლობს თბილისის 30 სკოლასთან. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ლიდერული უნარების, ეროვნული ფასეულობების და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაძლიერებას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, „დავითიანნი“ აცხადებს უფასო ახალგაზრდულ სტაჟირებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტში.