სტუდენტები ბოლნისის ეპარქიაში გასვლით ლექციაზე იმყოფებოდნენ

2824
01 დეკემბერი 2025 17:27
11
სტუდენტები ბოლნისის ეპარქიაში გასვლით ლექციაზე. ფოტო: თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია სტუდენტები ბოლნისის ეპარქიაში გასვლით ლექციაზე. ფოტო: თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

ტრადიციული ქართული ეკლესიისა და ისტორიული ძეგლების გაცნობა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა.

2025 წლის 27 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანის, ისტორიის დოქტორ გრიგოლ ხაჭაპურიძის ხელმძღვანელობით სტუდენტებმა გასვლითი ლექცია ბოლნისის ეპარქიაში განახორციელეს.

სტუდენტებმა მოილოცეს ბოლნისის სიონის, წუღრუღაშენის წმინდა გიორგისა და წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის სამონასტრო კომპლექსები. ასევე ეწვივნენ სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმს სოფელ ტანძიაში, სადაც გაეცნენ საარქივო მასალებსა და ისტორიულ დოკუმენტებს.

ბოლნისის სიონში მამა შიო ბაკურიამ ჩაატარა სავედრებელი პარაკლისი და დალოცა სტუდენტები.

ტაძრის ეზოში ფილოლოგიის დოქტორმა ქეთევან მამასახლისმა წაიკითხა ლექცია ქვემო ქართლის ისტორიული მნიშვნელობისა და ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე ამ რეგიონის განსაკუთრებული როლის შესახებ. მან სტუდენტებს გააცნო ტაძრის კედლებზე შესრულებული უძველესი წარწერები, მოუყვა მათი ისტორიისა და შინაარსის შესახებ, ხაზი გაუსვა წარწერებში მოხსენიებულ ისტორიულ პირებსა და ხანმეტი მწერლობის ნიმუშებს.

ლექციის ფარგლებში ასევე გააცნეს სტუდენტებს დიდი ჰიმნოგრაფი მამა იოანე ბოლნელის პიროვნება და მისი ქადაგებების ძირითადი არსი. ღონისძიება ეძღვნებოდა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტებმა ბეთანიასა და მანგლისში ლექცია-სემინარი გაიარეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ