პატრიარქმა სამების საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა

2824
08:18
2
ჯვართამაღლების დღესასწაული სამების საკათედრო ტაძარში. ფოტო: საზუ ჯვართამაღლების დღესასწაული სამების საკათედრო ტაძარში. ფოტო: საზუ

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაურმა აფხაზეთისა და ცხინვალის ომებში დაღუპულთა სულების საოხად პანაშვიდი გადაიხადა.

27 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ჯვართამაღლების საუფლო დღესასწაულს აღნიშნავდა. ამავე დღეს 33 წელი შესრულდა სოხუმის დაცემიდან.

ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ აღავლინა.

საქართველოს ეკლესიის მეთაურს ღვთისმსახურებაში თანამსახურებდნენ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და სხვა სასულიერო პირები.

ამ თემაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ჯვართამაღლებას
პატრიარქმა შიო III-მ ჯვრის მნიშვნელობაზე, ადამიანის სულიერ ჯვარზე და აფხაზეთის ომის ტრაგედიაზე ისაუბრა.

სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა შიო III-მ აფხაზეთისა და ცხინვალის ომებში გარდაცვლილ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების საოხად პანაშვიდი გადაიხადა.

ამის შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაურმა ტაძარში შეკრებილ მრევლს ჯვართამაღლების დღესასწაული მიულოცა და ქრისტიანული ცხოვრებისთვის უფლის ჯვრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ქადაგებისას პატრიარქი შიო III აფხაზეთის ომსაც შეეხო. მისი თქმით, ქართველთა და აფხაზთა კვლავ გასაერთიანებლად და გადასარჩენად აუცილებელია სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება.

ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და სხვა პირები.

ჯვართამაღლების დღესასწაული ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საუფლო დღესასწაულია, რომელიც მაცხოვრის პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის განდიდებას ეძღვნება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა დიმიტრიმ პატრიარქ შიოს აჭარაში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ