სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა
ბოლნისში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას ბოლნისში პატივი მიაგეს.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ზაბახიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატ დავით შერაზადიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნონა რეხვიაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მემორიალთან ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ადამიანები.
აღსანიშნავია, რომ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისგან ერთჯერადი ფულადი დახმარებაც მიიღეს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბოლნისის სიონის ტაძარზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
