ლიდერთა კლუბის წევრებმა საქველმოქმედო ვიზიტი თავისუფალ სატრაპეზოში განახორციელეს

2824
07 ნოემბერი 2025 08:04
27
დავითიანნი, ლოგო: ფოტო: ღია  წყარო დავითიანნი, ლოგო: ფოტო: ღია წყარო

ახალგაზრდები საქველმოქმედების პროცესში ჩართულობას აგრძელებენ.

2025 წლის 4 ნოემბერს, დავითიანნის ლიდერთა კლუბის წევრები ესტუმრნენ უფასო სატრაპეზოს — სივრცეს, სადაც ყოველდღიურად იკვებებიან ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა. ახალგაზრდებმა დაათვალიერეს სივრცე, გაესაუბრნენ წარმომადგენლებს და შეიტყვეს, როგორ მიმდინარეობს ყოველდღიური მუშაობა, ასევე რა მიზანს ემსახურება სკოლის მოსწავლეების მიერ შეგროვებული პროდუქტები.

2025-2026 წლის გამოშვების ლიდერთა კლუბი განაგრძობს საქველმოქმედო საქმიანობას მოხალისეობრივად. ისინი აცნობებენ თანატოლებს სატრაპეზოს საჭიროებების შესახებ და ხდება კეთილი საქმის აქტიური მონაწილეები. ასე იქმნება რეალური ცვლილება: ახალგაზრდები სხვებს აერთიანებენ სიკეთის გარშემო და თავადაც მონაწილეობენ საქველმოქმედო პროცესში.

შეგახსენებთ,  თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში თემურ სამხარაძის საჯარო ლექცია გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ