თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში თემურ სამხარაძის საჯარო ლექცია გაიმართა

2824
06 ნოემბერი 2025 14:55
22
თბილისი სასულიერო აკადემია და სემინარია. ფოტო: ღია წყარო თბილისი სასულიერო აკადემია და სემინარია. ფოტო: ღია წყარო

ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, ფსიქოკონსულტანტმა თემურ სამხარაძემ სტუდენტებს პრაქტიკული ფსიქოლოგიის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

5 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა საჯარო ლექცია თემით – „პრაქტიკული ფსიქოლოგიის ნაკვალევზე“*, რომელიც წაიკითხა სასწავლებლის ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, ფსიქოკონსულტანტმა თემურ სამხარაძემ.

ბატონი თემურ სამხარაძე არის ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) წევრი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პრაქტიკოსი, საქართველოს ფსიქო-ონკოლოგიის საზოგადოების წევრი, არტ-თერაპევტი და ტრენერი. ამჟამად იგი მუშაობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტში ფსიქოლოგის პოზიციაზე.

ლექციის ფარგლებში მომხსენებელმა ისაუბრა ფსიქოლოგიის როლზე პრაქტიკულ საქმიანობაში და პირადი გამოცდილებიდან მრავალი საინტერესო მაგალითი მოიყვანა. როგორც აღნიშნა, ფსიქოთერაპია გაცილებით შედეგიანია იმ ადამიანებთან ურთიერთობისას, რომელთაც ღმერთის რწმენა აქვთ.

მომხსენებელმა ასევე გააცნო სტუდენტებს საკუთარი წიგნი – „ნაკვალევი“ (თვითგანვითარების დღიური)*, რომელიც მიმდინარე წელს გამოიცა. წიგნი ავტორმა დედასთან და მეუღლესთან ერთად მიუძღვნა თავის მასწავლებელს, ქალბატონ ნანა გოგიჩაშვილს, რომელიც ამ გამოცემის რეცენზენტიცაა. „ნაკვალევი“ არა მხოლოდ კითხვისთვის, არამედ თვითშემეცნების და ემოციური გამოჯანმრთელებისათვის შემუშავებული პრაქტიკული სავარჯიშოებითაა გამდიდრებული.

ბატონმა თემურმა სიყვარულით გაიხსენა სტუდენტობის წლები და მადლობა გადაუხადა სასწავლებელს, რომელმაც მას როგორც განათლება, ისე სულიერი თავშესაფარიც მისცა. მან აკადემიის ბიბლიოთეკასა და სტუდენტებს საჩუქრად გადასცა საკუთარი წიგნები.

შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ლექცია განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რომლებმაც მომხსენებელთან აქტიური დიალოგის საშუალებით შეძლეს პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება.

შეგახსენებთ, ეკლესია წმიდა მოწამე არეთა და მასთან 4253 მოწამეს მოიხსენიებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ