საზოგადოება ივერიისამ ქართული ქრისტიანული ცენტრ-მუზეუმის კონცეპტუალური დიზაინის პროექტი კულტურის სამინისტროს გადასცა

2824
17 ოქტომბერი 2025 22:02
14
კულტურის მინისტრი, თინათინ რუხახე და „საზოგადოება ივერიისას“ თავმჯდომარე, გიორგი თავაძე.ფოტო: კულტურის სამინისტრო კულტურის მინისტრი, თინათინ რუხახე და „საზოგადოება ივერიისას“ თავმჯდომარე, გიორგი თავაძე.ფოტო: კულტურის სამინისტრო

მახათას მთაზე განსათავსებელი უნიკალური კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დიზაინის ავტორია პორტუგალიელი არქიტექტორი ლუის შტავარეს პერეირა, რომლის პროექტიც „საზოგადოება ივერიისას“ დაფინანსებით შეიქმნა საერთაშორისო კონკურსის შედეგად.

საზოგადოება ივერიისამ ქართული ქრისტიანული ცენტრ-მუზეუმის კონცეპტუალური დიზაინის პროექტი და მასთან დაკავშირებული ყველა უფლება კულტურის სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და „საზოგადოება ივერიისას“ თავმჯდომარემ გიორგი თავაძემ.

მუზეუმი განთავსდება მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარედ. ეს იქნება უმაღლეს სტანდარტებზე დაყრდნობილი სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულება ქართული ქრისტიანული კულტურის პოპულარიზაციისთვის.

კონცეფტუალური დიზაინის შემუშავებისთვის საერთაშორისო კონკურსი 2019 წელს გაიმართა, რომელიც საქართველოს მთავრობის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და „საზოგადოება ივერიისას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე გამოცხადდა. „საზოგადოება ივერიისას“ სრულად დააფინანსა გამარჯვებული პროექტის ავტორის, პორტუგალიელი არქიტექტორის ლუის შტავარეს პერეირას, კონცეპტუალური დიზაინის შექმნა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქოში „ღირებულებითი განათლების“ პროექტის ფარგლებში სკოლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ