მფარველი წმინდანების დღე ეპარქიებმა წმინდა სინოდის წევრებს მიულოცეს
ეპისკოპოს მელქისედეკს და მიტროპოლიტ ანანიას, სხვადასხვა ეპარქიამ, სოციალური ქსელის მეშვეობით მფარველი წმინდანების დღე მიულოცა.
2025 წლის 14 ოქტომბერს ეპარქიებმა სოციალური ქსელების საშუალებით მიულოცეს მფარველი წმინდანების დღე, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკს (ხაჩიძე) და მაღალყოვლადუსამღვდელოეს
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე).
Facebook გვერდი: მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa
,,მარგვეთისა და უბისის ეპარქიის სასულიერო დასის და მრევლის სახელით, ვულოცავთ ჩვენს მღვდელმთავარს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს და ვუსურვებთ მხნეობას, ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და მოღვაწეობის კიდევ ბევრ ნაყოფიერ წელს ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ.
ვმადლობთ უფალს, იმ დიდი წყალობისთვის, რომელიც თქვენი სახით მოუვლინა ჩვენს ეპარქიას.
მრავალჟამიერ თქვენს მღვდელმთავრობას!!!"
Facebook: ,,სურამისა და ხაშურის ეპარქია"
„საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრს, ყოვლადუსამღვდელოეს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკს (ხაჩიძე) ვულოცავთ მფარველი წმინდანის – წმინდა მელქისედეკ კათალიკოსის ხსენების დღეს, დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ.“
მსგავსი მოლოცვა გამოქვეყნდა რუის-ურბნისის ეპარქიის გვერდზეც.
მაღალყოვლადუსამღვდელოეს მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) მათივე მფარველი წმინდანის – მოციქული ანანიას ხსენების დღეს მიულოცეს. ეს მოლოცვები გავრცელდა როგორც რუის-ურბნისის, ასევე სურამისა და ხაშურის ეპარქიების
Facebook გვერდებზე:
„საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრს, მაღალყოვლადუსამღვდელოეს მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) ვულოცავთ მფარველი წმინდანის – მოციქული ანანიას ხსენების დღეს, დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ!“
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბოლნისის წმ. გიორგის ტაძრის მოძღვარს, დეკანოზ კონსტანტინე კობახიძეს ანგელოზის დღეს ულოცავენ.