დეკანოზმა შალვა კეკელიამ საღამოს ლოცვა აღავლინა

2824
03 ოქტომბერი 2025 20:58
27
დეკანოზი შალვა კეკელია. ფოტო: მცხეთა თბილისის ეპარქია დეკანოზი შალვა კეკელია. ფოტო: მცხეთა თბილისის ეპარქია

წმინდა ევსტათი პლაკიდასისა და მისი ოჯახის ხსენების დღე.

2025 წლის 3 ოქტომბერს, დიდმოწამისა ევსტათი პლაკიდასისა, მისი ცოლის თეოპისტიასისა და მათი შვილების აღაპისა და ხსენების დღესთან დაკავშირებით, დეკანოზმა შალვა კეკელიამ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში საღამოს ლოცვა აღავლინა.

ლოცვის დასრულების შემდეგ დეკანოზმა მრევლს ქადაგებით მიმართა და ოჯახის სიწმინდის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„შეგეწიოთ დღევანდელი დღის მადლი. დღეს დიდი წმინდანების ხსენების დღეა და შეგეწიოთ ჩვენს ქვეყანას ამ საოცარი ოჯახის მადლი. ევსტათი პლაკადისი იყო ძალიან დიდი წმინდანი, მხედართმთავარი და ჯარების მეთაური. მან მთელი ოჯახი დაკარგა, მაგრამ თავისი მორწმუნეობით ღმერთმა კვლავ შეახვედრა მათ. ეს არის ნიშანი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ოჯახი — წმინდა, ღმერთზე მინდობილი, სადაც არის ცოლ-ქმრისა და შვილების ურთიერთპატივისცემა. ასეთ ოჯახებზე დგას სახელმწიფოებრიობა,“ — აღნიშნა მამა შალვამ.

დეკანოზის თქმით, ეკლესია მაშინ დგას სულიერ სიმაღლეზე, როდესაც ოჯახები მყარად იცავენ ქრისტიანულ წესს:

„ეშმაკმა კარგად იცის, რომ ოჯახი სიწმინდეა და ამიტომ უმთავრეს დარტყმას სწორედ ოჯახზე აყენებს. როცა ადამიანი სწორ ქრისტიანულ ცხოვრებას ატარებს, მისი დამორჩილება თითქმის შეუძლებელია. მას უკვე უარი აქვს ნათქვამი ვნებებზე და მთელი ცხოვრება საკუთარ თავს ებრძვის.“

ქადაგებაში მამა შალვამ ადამიანის უნიკალურობაზე და ღვთის წინაშე პიროვნული პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა:

„არ არსებობს ერთნაირი თითის ანაბეჭდი, არც თვალის გუგა. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ვინც საკუთარ თავს არ უფრთხილდება, სხვასაც ვერასდროს გაუფრთხილდება. ვინც თავის მშობელს არ სცემს პატივს, სხვისასაც ვერ პატივისცემს. ყველაფერი ეს სახარებაშია ნათქვამი.“

დასასრულს, დეკანოზმა შალვა კეკელიამ აღსარების საიდუმლოს მნიშვნელობა ხაზი გაუსვა და აღნიშნა:

„რა ბედნიერები ვართ ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტიანები, რომ უფალმა მოგვცა აღსარების საიდუმლო. როგორი ცოდვაც არ უნდა ჩაიდინოს ადამიანმა, თუ გულწრფელად მოინანიებს, ღმერთი შეგვინდობს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.“

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტი შიო: ჯვრის ძალა და სიყვარულის გზაზე ყოფნა

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ