ალავერდის სამონასტრო კომპლექსში რეაბილიტაცია სრულდება

2824
25 სექტემბერი 2025 13:29
42
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ალავერდის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ფოტო: საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდი საქართველოს პრემიერ მინისტრმა ალავერდის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ფოტო: საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს და მიმდინარე სამუშაოებს გაეცვნენ.

ალავერდის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული და რელიგიური ძეგლია, რეაბილიტაციის აქტიურ ფაზაშია. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს საეპისკოპოსო სასახლის სატრაპეზოს შიდა სივრცისა და ფეიქარ-ხანის სასახლის რეაბილიტაციას. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. 

სამონასტრო კომპლექსში ჩატარებული სამუშაოები მოიცავს ტაძრის გუმბათის გადახურვას, დიდი თითბრის ჯვრის აღმართვას, საეპისკოპოსო სასახლისა და ტაძრის დასავლეთ მინაშენის სახურავის აღდგენას, ასევე სიძველეთა საცავის სახურავის სრულად განახლებას.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ალავერდის სამონასტრო კომპლექსში სტუმრობისას ადგილზე გაეცნენ როგორც უკვე დასრულებულ, ისე მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოებს. მათთან ერთად კომპლექსს ესტუმრნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ტაშისკარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის განახლებული ტაძარი იხსნება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ