1 სექტემბერს წმინდა მოწამე ნაზარის (ლეჟავა) ხსენების დღე აღინიშნება

2824
01 სექტემბერი 11:45
21
მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში ნესტორ ლეჟავა) მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში ნესტორ ლეჟავა)

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოწამე ნაზარის ხსენებას მისი წამების დაზუსტებული თარიღის შესაბამისად, 1 სექტემბერს აღნიშნავს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის 2025 წლის 11 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდა მოწამე ნაზარის (ლეჟავა), ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, ხსენების თარიღი შეცვალა.

წმინდა მოწამე ნაზარის ხსენების დღე, რომელიც 27 აგვისტოს (ძველი სტილით 14 აგვისტოს) აღინიშნებოდა, მისი წამების დაზუსტებული თარიღის შესაბამისად, 1 სექტემბრით (ძველი სტილით 19 აგვისტო) განისაზღვრა.

ამასთან, 1 სექტემბერს ეკლესია მოიხსენიებს გერმანეს, იეროთეოსსა და სვიმონ ხუცესებს, ბესარიონ მთავარდიაკონს (1924) და ყოველთა ახალმოწამეს, რომლებიც XX საუკუნეში ტოტალიტარული რეჟიმის დროს ურწმუნოთაგან ეწამნენ.

წმინდა მოწამე ნაზარი (ლეჟავა) საქართველოს ეკლესიის იმ სასულიერო მოღვაწეთა შორისაა, რომლებმაც XX საუკუნის უმძიმეს პერიოდში ქრისტეს სარწმუნოების ერთგულება მოწამებრივი აღსასრულით დაამოწმეს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბერი ანდრიას სახელობის ფონდის შვილობილებმა წმინდა ზიარება მიიღეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ