„ღირებულებითი განათლების“ კლუბში გადამზადების მეორე ეტაპი დაიწყო

დღეს 10:14
18
საქართველოს საპატრიარქოში „ღირებულებითი განათლების“ კლუბის ხელმძღვანელების გადამზადების მეორე ეტაპი დაიწყო საქართველოს საპატრიარქოში „ღირებულებითი განათლების“ კლუბის ხელმძღვანელების გადამზადების მეორე ეტაპი დაიწყო

გადამზადება ფსიქოლოგ რუსუდან კილაძის მონაწილეობით მიმდინარეობს და სკოლებში მოქმედი კლუბების საქმიანობის მხარდაჭერას ემსახურება.

2026 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოში „ღირებულებითი განათლების“ კლუბის ხელმძღვანელების გადამზადების მეორე ეტაპი დაიწყო, რომელშიც ფსიქოლოგი რუსუდან კილაძე მონაწილეობს.

ამ თემაზე ქადაგება სკოლებში – ღირებულებით განათლებას სასულიერო პირები ასწავლიან
საპატრიარქოსა და განათლების სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, 50-ზე მეტ სკოლაში იწყება ღირებულებითი განათლების კლუბური შეხვედრები, სადაც სასულიერო პირები მოსწავლეებთან ეროვნულ და სულიერ თემებზე ისაუბრებენ.

გადამზადების ფარგლებში მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას ღირებულებითი განათლების შესახებ და შეიძენენ პრაქტიკულ თუ მეთოდოლოგიურ უნარებს. ისინი გაეცნობიან მიდგომებს, რომლებიც სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებთან და კლუბების ხელმძღვანელებთან მუშაობაში დაეხმარება.

გადამზადებული პირები ხელს შეუწყობენ ღირებულებითი განათლების მიმართულების განვითარებასა და სკოლებში მოქმედი კლუბების საქმიანობის მხარდაჭერას.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პროექტის „ღირებულებითი განათლება“ ფარგლებში მოსწავლეები დეკანოზ იაკობ ქარდავას შეხვდნენ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ