„ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტები სვეტიცხოვლობის დღესასწაულს ვერ გააშუქებენ

დღეს 10:01
26
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიზე და ,,ტვ პირველის'' ჟურნალისტი ნოდარ მელაძე სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე. ფოტო არქივი: სქრინშოტი ტვ პირველი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიზე და ,,ტვ პირველის'' ჟურნალისტი ნოდარ მელაძე სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე. ფოტო არქივი: სქრინშოტი ტვ პირველი

გავრცელებული განცხადების თანახმად, გადაწყვეტილების მიზეზად ტაძრის ტერიტორიაზე მოქმედი შინაგანაწესის არაერთგზის დარღვევა დასახელდა.

14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასასწრებად და ღვთისმსახურების გასაშუქებლად, ტელეკომპანიების — „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებს აკრედიტაციაზე უარი ეთქვათ.

აღნიშნულ საკითხზე გავრცელებული განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება განაპირობა ამ ტელეკომპანიების წარმომადგენლების მიერ, მრავალგზის გაფრთხილების მიუხედავად, დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე ტაძრის ტერიტორიაზე მოქმედი შინაგანაწესის სისტემატურმა დარღვევამ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტები თვითნებურად ტოვებდნენ მედიისთვის სპეციალურად გამოყოფილ სივრცეს და ქმნიდნენ ღვთისმსახურებისთვის შეუფერებელ ვითარებას.

ამ თემაზე დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ტაძრებში ელექტრონული აპარატების განთავსებაზე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, იმ ტაძრებში, სადაც ელექტრონული შესაწირი აპარატის განთავსების სურვილი და საჭიროება იქნება, შესაბამის მოწყობილობას ბანკი დაამონტაჟებს.

განცხადების ავტორის შეფასებით, მსგავსი შემთხვევები საზოგადოების ყურადღებას დღესასწაულის არსიდან დაპირისპირებაზე გადააქვს, რაც ჩრდილავს მის სულიერ მნიშვნელობას და მორწმუნეთა საზეიმო განწყობაზე უარყოფითად აისახება.

გადაწყვეტილების ერთ-ერთ საფუძვლად დასახელებულია 2025 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მომხდარი შემთხვევაც. განცხადებაში მითითებულია „ტვ პირველის“ მიერ გადაღებულ თანდართულ ვიდეომასალაზე, რომელიც, ავტორის განმარტებით, აღნიშნულ გარემოებებს ასახავს.

„შეზღუდვის მიზანი არ არის მედიის საქმიანობის ხელშეშლა, არამედ საეკლესიო დღესასწაულის მშვიდ გარემოში ჩატარება, ლიტურგიკული წესრიგისა და მომლოცველთა ინტერესების დაცვა“, — აღნიშნულია განცხადებაში.

მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი არ დაიხარჯა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ