ეროვნულმა არქივმა სამეცნიერო კონფერენცია ჩაატარა
მეთერთმეტე სამეცნიერო კონფერენციაში „არქივმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა — ტენდენციები და გამოწვევები“ 40-ზე მეტი ქართველი და უცხოელი მეცნიერი მონაწილეობდა.
საქართველოს ეროვნულმა არქივმა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მეთერთმეტე სამეცნიერო კონფერენცია მიუძღვნა. ღონისძიება სახელწოდებით „არქივმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა — ტენდენციები და გამოწვევები“ რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
კონფერენცია საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა, თეონა იაშვილმა გახსნეს. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ვენის უნივერსიტეტის პროფესორმა და ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა, კლაუდია რაპმა და ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსმა, ქეთევან ასათიანმა.
ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს სულიერ, კულტურულ და სახელმწიფოებრივ განვითარებაში ქრისტიანობის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ქრისტიანობის მიღებითა და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით ქვეყანამ აირჩია სულიერი გზა, რომელმაც განსაზღვრა ქართული კულტურა, აზროვნება და ფასეულობები.
კონფერენციაზე ასევე ხაზი გაესვა ქრისტიანული მემკვიდრეობის მრავალმხრივ გამოხატულებას ქართულ არქიტექტურაში, მხატვრობაში, საეკლესიო საგალობლებსა და ლიტერატურაში.
სამეცნიერო კონფერენციაში 40-ზე მეტი ქართველი და უცხოელი მეცნიერი მონაწილეობდა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გამოფენა მოეწყო.
