მიტროპოლიტმა ილარიონმა საპატიო სიგელით დააჯილდოვა საერო პირები
მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის რამდენიმე საერო პირი საპატიო სიგელით დააჯილდოვა.
დღეს, მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონმა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და მხარდაჭერისთვის რამდენიმე საერო პირი საპატიო სიგელით დააჯილდოვა.
საპატიო სიგელები გადაეცათ:
.საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს;
.მესტიის მუნიციპალიტეტის მერს, კაპიტონ ჟორჟოლიანს;
.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, მაიზერ ჯაფარიძეს;
.ივერი ჭელიძეს;
.წვირმის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ქტიტორ იაკობ გიგლემიანს.
მიტროპოლიტმა ილარიონმა მადლობა გადაუხადა დაჯილდოებულ პირებს ეკლესიისა და ადგილობრივი საეკლესიო ცხოვრების მხარდაჭერისთვის და მათ შემდგომი საქმიანობისთვის კეთილდღეობა და წარმატება უსურვა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ლატალში ახალი ტაძრის საძირკველი აკურთხა.
