ბათუმის საკათედრო ტაძარში ახალი დიაკონი იკურთხა

2824
05 ოქტომბერი 14:59
2
ხელდასხმა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში. ფოტო: ეპარქიის გვერდი ხელდასხმა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში. ფოტო: ეპარქიის გვერდი

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ წიგნისმკითხველ შოთა დარახველიძეს დიაკვნად დაასხა ხელი და სახელად შიო უწოდა.

2026 წლის 4 ოქტომბერს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საკვირაო ღვთისმსახურება ჩაატარა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა.

წიგნისმკითხველ შოთა დარახველიძეს დიაკვნად დაასხა ხელი.

ამ თემაზე მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ქობულეთში დედათა მონასტერი მოილოცა
მაღალყოვლადუსამღვდელოესმა დიმიტრიმ ვარჯანულში მდებარე დედათა მონასტერში იმყოფებოდა.

ხელდასხმისას მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ახლად ნაკურთხ სასულიერო პირს სახელად შიო უწოდა.

დიაკონი შიო (დარახველიძე) მსახურებას ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გააგრძელებს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ესტუმრა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ