„თბილისობა 2026“-ის ფარგლებში გუდიაშვილის მოედანზე ღონისძიება გაიმართა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ლოცვა-კურთხევითა და მოძრაობა „დავითიანნის“ ორგანიზებით, ღონისძიებაში საქართველოს საპატრიარქოს სამრევლო სკოლები და თვითშემოქმედი ანსამბლები მონაწილეობდნენ.
„თბილისობა 2026“-ის ფარგლებში, გუდიაშვილის მოედანზე საქართველოს საპატრიარქოს სამრევლო სკოლებისა და თვითშემოქმედი ანსამბლების ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ლოცვა-კურთხევითა და მოძრაობა „დავითიანნის“ ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიების მხარდამჭერი თბილისის მერია იყო.
გუდიაშვილის მოედანზე შეკრებილი საზოგადოების წინაშე სამრევლო სკოლებისა და თვითშემოქმედი ანსამბლების წარმომადგენლები სხვადასხვა შემოქმედებითი ნომრით წარდგნენ და „თბილისობა 2026“-ის სადღესასწაულო ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.
მოძრაობა „დავითიანნმა“ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მაკა ტატულაშვილს ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
ორგანიზატორებმა მადლობა ასევე გადაუხადეს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს სამრევლო სკოლების ღონისძიებაში ჩართულობის ხელშეწყობისთვის, ასევე თითოეულ მონაწილესა და თვითშემოქმედ ანსამბლს, რომლებმაც საკუთარი ნიჭითა და შესრულებით „თბილისობა 2026“-ის ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქოს ახალგაზრდულ სახლში „ღირებულებითი განათლების“ კლუბი ჩამოყალიბდა.
