გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის 10 სკოლაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბი ფუნქციონირებს
სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომლის მთავარი თემა „ადამიანის მისია“ იყო.
უკვე მეორე წელია, საჯარო სკოლებში „ღირებულებითი განათლების“ კლუბების დაფუძნება და საქმიანობა გრძელდება.
5 ოქტომბერს სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში მოქმედი „ღირებულებითი განათლების“ კლუბის მეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა იყო — „ადამიანის მისია“.
კლუბის ფარგლებში მოსწავლეები ქრისტიანულ და ზნეობრივ ღირებულებებზე, ადამიანის დანიშნულებაზე, პასუხისმგებლობასა და საზოგადოებაში მის როლზე მსჯელობენ.
ამ დროისთვის „ღირებულებითი განათლების“ კლუბი გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის 10 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს.
კლუბების საქმიანობას ხელმძღვანელობს მღვდელი ვაჟა სონღულაშვილი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქარელის წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძარში საკვირაო სკოლა გაიხსნება.
