საპატრიარქოს ახალგაზრდულ სახლში „ღირებულებითი განათლების“ კლუბი ჩამოყალიბდა
კლუბს იღუმენი ლუკა (ფალავანდიშვილი) და მღვდელი ნიკოლოზ როინიშვილი უხელმძღვანელებენ.
3 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულ სახლში „ღირებულებითი განათლების“ კლუბი ჩამოყალიბდა.
კლუბის ხელმძღვანელები იქნებიან იღუმენი ლუკა (ფალავანდიშვილი) და მღვდელი ნიკოლოზ როინიშვილი.
კლუბის დაარსებისთანავე პირველი შეხვედრაც გაიმართა, რომელმაც ახალგაზრდების დიდი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრა აქტიური მონაწილეობით, საინტერესო საუბრებითა და სხვადასხვა საკითხზე აზრების გაზიარებით წარიმართა.
„ღირებულებითი განათლების“ კლუბის შექმნა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და საპატრიარქოს ახალგაზრდულ სახლს შორის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. მხარეებს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა მნიშვნელოვანი და ახალგაზრდებზე ორიენტირებული პროექტით გრძელდება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პროექტის „ღირებულებითი განათლება“ ფარგლებში მოსწავლეები დეკანოზ იაკობ ქარდავას შეხვდნენ.
